G
იერსახე
| ლათინური ასო „G“ | |
|---|---|
| Gg | |
| სახელწოდება | |
| G: |
LATIN CAPITAL LETTER G |
| g: |
LATIN SMALL LETTER G |
| უნიკოდი | |
| G: |
U+0047 |
| g: |
U+0067 |
| HTML-კოდი | |
| G: |
G ანG |
| g: |
g ან g |
| ასო „G-ს“ სურათი | |
|
| |
| ვიკისაწყობი | |
G, g — ლათინური ანბანის მეშვიდე ასო, ლათინურად და გერმანულად წარმოითქმის „გე“, ფრანგულში (და ქართულში ზოგიერთი ტრადიციით, მაგ., მათემატიკაში, ფიზიკაში, ჭადრაკში და სხვა სფეროებში) - „ჟე“, ინგლისურად „ჯი“, ესპანურად „ხე“. ეს ასო მოიგონეს რომაელებმა, ვინაიდან არასწორად ჩათვალეს, რომ ასო C ერთბაშად ორ ბგერას აღწერდა: /კ/ და /გ/. წერილობით წყაროებში მითითებულია ასო G-ს აღმომჩენი (შემქმნელი) - სპურიუს კავრილიუს რუგი, რომელიც ძვ. წ. 230 წელს ასწავლიდა - პირველი რომაელი, რომელმაც ფასიანი სკოლა გახსნა.
- ბიოქიმიაში G - გლიცინის და გუანოზინის სიმბოლო, ასევე პროტეინის ტიპი.
- ასტრონომიაში G - კომეტის, ასტეროიდების და მცირე პლანეტების (რომლების ნებისმიერი წლის 1-15 აპრილს იქნა აღმოჩენილი) წინასწარი აღნიშვნის პრეფიქსი.
- ტრანსპორტის საშუალებების სანომრე ნიშნების საერთაშორისო სისტემაში აღნიშნავს გაბონს.
- მუსიკაში - ნოტა „სოლი“.
- ფინანსებში - ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე აღნიშნავს კომპანიას ჯილეტი.
- მასონურ სიმბოლიკაში ამ ასოს უკავშირებენ ღმერთს (God, Gott) და გეომეტრიას.
- ფიზიკაში G - გრავიტაციული მუდმივა, ხოლო g - გრავიტაციით გამოწვეული აჩქარების ერთეული.
| პროტო-სემიტური ფუს | ფინიკიური გიმელ | ბერძნული გამა | ეტრუსკული C |
|---|---|---|---|
![]() |
![]() |
![]() |
კლავიატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპიუტერის კლავიატურაზე წარმოადგენს შემდეგი სიმბოლოების ერთობლიობას:
- G — Alt + 0 0 7 1
- g — Alt + 0 1 0 3


